63 წლის ტომ ჰენკსი პირველი ვარსკვლავია, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მან და მისმა მეუღლემ, რიტა უილსონმა Covid-19 დაამარცხეს და ახლა თავს შესანიშნავად გრძნობენ. ასევე გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ჰენკსი პლაზმის დონორი გახდა.
[related_news id=”343484″ align=”left”]
ოსკაროსანი მსახიობი ამჯერად პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. ჰენკსს მწვანე მაისური, ნაცრისფერი შარვალი და ყავისფერი ფეხსაცმელი ეცვა, დამცავი პირბადის ნაცვლად კი პირზე მწვანე ბენდენა ჰქონდა აფარებული. ჰენკსის „ლუქს“ თეთრი სთვალე ასრულებდა, რომელიც მას საოცრად უხდებოდა.