გასულ თვეს, პაპარაცების ობიექტივში 74 წლის გოლდი ჰოუნი მოხვდა, როდესაც ის ველოსიპედით კალიფორნიის შტატში, ბრენტვუდში სეირნობდა. საზოგადოება მსახიობის სპორტული იმიჯით აღფრთოვანდა, ის მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა.
[related_news id=”343413″ align=”left”]
ახლა კი ვარსკვლავი თავის მეუღლესთან, კურტ რასელთან ერთად შენიშნეს, წყვილი კვლავაც ველოსიპედით სეირნობდა და ერთმანეთთან შეხამებული ტანისამოსი ეცვათ. გოლდი ჰოუნს იისფერი ლეგინსები ამშვენებდა, 69 წლის კურტ რასელი კი იისფერ მაისურში, შორტებსა და „ნაიკის“ სპორტულ ფეხსაცმელში ენერგიულად გადაადგილდებოდა.