ბოლო პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ, უამრავი ვარსკვლავი გაერთიანდა. ზოგი საქველმოქმედო ფონდში თანხებს რიცხავს, ზოგი საზოგადოების გამხნევებითაა დაკავებული, ზოგი კი საქველმოქმედო კონცერტებს მართავს.
[related_news id=”336396″ align=”left”]
ამჯერად 71 წლის მომღერალმა ბრიუს სპრინგსტინმა დააანონსა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ისეთი ცნობილი არტისტები მიიღებენ, როგორებიც ჯონ ბონ ჯოვი, ვუპი გოლდბერგი, დენი დე ვიტო და ტონი ბენეტი არიან.
საქველმოქმედო კონცერტი 22 აპრილს, ABS-ის პირდაპირ ეთერში ჩატარდება. შოუსგან შემოსული თანხები კი COVID-19-თან საბრძოლველად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
„ნიუ-ჯერსი პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა, ჯერსის მოსახლეობა ყოველთვის ერთიანდებოდა გასაჭირის დროს. ახლა სწორედ ამის დროა“, – განაცხადა სპრინგსტონმა