Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
137

სასულიერი პირი, რომელსაც გუშინ ტესტირებით ახალი კოროანვირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა დაადასტურა. მან ასევე განაცხადა, რომ დღის განმავლობაში კორონავირუსისგან განკურნებული ერთი პაციენტი გაეწერება საავადმყოფოდან. ვირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან, კლინიკაში სულ 21 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის რვა 18 წლამდე ასაკის პაციენტია.

„დამატებულია 5 პაციენტი. 21-პაციენტიდან 8 პაციენტია 18 წლამდე ასაკის. აქედან 1 გაეწერება, მას გამოჯანმრთელება დაუდასტურდა. კვლევაში ჩაერთვება 10 ახალი პაციენტი. დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას. სასულიერო პირს დადასტურებული აქვს “კოვიდ 19”-ის დიაგნოზი. გუშინ შემოიყვანეს. სულ ოჯახის სამი წევრია მოთავსებული და ვის ვისგან გადაედო არ ვიცით“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 68 გამოჯანმრთელდა. მთავრობის მიერ შექმნილი გვერდის მიხედვით, ქვეყანაში სულ კარანტინის რეჟიმში 4 856 ადამიანი, ხოლო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 458 მოქალაქე იმყოფება. ინფექციით 3 პაციენტი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული

137
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
137
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული