კორონავირუსის პანდემიის გამო, სხვა მუსიკალურ ფესტივალებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება, Coachella გადაიდო. ის ოქტომბერში გაიმართება.
[related_news id=”321625″ align=”left”]
წელს ფესტივალი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Coachella: 20 Years in the Desert თრეილერი გავრცელდა. ნამუშევრის პრემიერა 10 აპრილს, „იუთუბზე“ შედგება, მისი რეჟისორი კრის პერკელია.
აღსანიშნავია, რომ ფილმში მობის, ბილი აილიშის და სხვა ვარსკვლავების ექსკლუზიური ინტერვიუები იქნება წარმოდგენილი. ფილმში ისეთი არტისტების გამოსვლებსაც ვიხილავთ, როგორებიც არიან: Radiohead, Daft Punk, კანიე უესტი, ბიორკი, მადონა და სხვები…