Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
78

ამერიკის კინომსახიობთა გილდია ეშტონ კაჩერმა გახსნა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში დონალდ ტრამპი და მისი ახალი კანონი – ქვეყანაში მუსლიმი დევნილების შესვლის აკრძალვა გააკრიტიკა.

38 წლის მსახიობმა დევნილების მიმართ მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოხატა და განაცხადა, რომ ყველას, ვინც ამერიკის ნაწილია, ეს პრობლემა უნდა ადარდებდეს. „თქვენ იმ საზოგადოების ნაწილი ხართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. გვიყვარხართ და გესალმებით კინომსახიობთა გილდიის სცენიდან“, – მიმართა კაჩერმა დევნილებს. მსახიობის გამოსვლას მქუხარე ოვაციები მოჰყვა.

ტრამპის მისამართით უკმაყოფილება ეშტონმა ადრეც გამოხატა. თავის „ტვიტერზე“ მან ადრე განაცხადა, რომ მისი მეუღლე, მილა კუნისი ასევე ამერიკის ემიგრანტია.

„სისხლი მეყინება, როდესაც ვფიქრობ, რომ ჩემი ცოლის ოჯახი, ცივი ომის პერიოდში ჩამოვიდა ამერიკაში და დღეს იგივე ვუკრძალავთ სხვებს. ჩვენ ხოლ ყოველთვის შემწყნარებლები ვიყავით?!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ეშტონ კატჩერმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა

78
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
78
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული