Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
113

გუდაურში სეზონი სავარაუდოდ, 17-18 დეკემბერს გაიხსნება.

ამის შესახებ ”ფორტუნას” მთის კურორტების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

რა ღონისძიებებია დაგეგმილი სეზონის გახსნისთვის, ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, თუმცა სანამ სეზონი გაიხსნება კურორტზე სიახლეები უკვე არის.

2016 წელს გუდაურს კიდევ ერთი ახალი საბაგირო შეემატება. ამ ეტაპზე კურორტზე ბაგირების გაბმისა და გაჭიმვის პროცესი მიმდინარეობს.

ზედა გუდაურის ტერიტორიის განვითარების გეგმა 2000 მეტრიანი, 6 კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას მოიცავს, რომლის გამტარუნარიანობა საათში, საწყის ეტაპზე 1800 – საბოლოო 2800კაცი იქნება. საბაგირო დაახლოებით 2კმ სიგრძის იქნება.

საბაგიროს მშენებლობა ძველი ტატრადან დაიწყო  (ლევან ლორთქიფანიძის სპორტსკოლის მიმდებარედ) და გონდოლების ზედა სადგურთან დამთავრდება.
მშენებლობის დასრულება ზამთრის სეზონის დადგომამდე იგეგმება. საბაგიროს მშენებლობას კომპანია,,დოპელმაიერი” უზრუნველყოფს.

 

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გუდაურში სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება

113
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული