ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ოპოზიციისა და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა ხაჯიმბას აგარაკზე უკვე 4 საათია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნიდან მივლენილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეც ესწრება.
[related_news id=”295511″ align=”left”]
შეხვედრის პარალელურად ე.წ უზენაესი სასამართლო ალხას კვიცინიას სარჩელს განიხილავს. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატი ე.წ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
სიტუაცია დაძაბულია ე.წ. პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ აქციის მონაწილეები შენობის დატოვებას არ აპირებენ. 300-მდე ადამიანი როგორც შენობაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შეიარაღებულები არიან.