Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
114

ინგლისის თასზე ლივერპულის დერბიზე უჩვეულო კაცი მივიდა. გულშემატკივრები ელოდნენ 55 წლის მაიკლ კალენს მეტსახელად სპიდო მაიკი (Speedo – საცურაო ტრუსები). მაიკლი „ევერტონის“ ფანი და ადგილობრივი კოლორიტია.

ფოტოს რომ შეხედავთ უცებ მიხვდებით რატომაც: კალენი თამაშზე საყვარელი კლუბის საცურაო კოსტუმში, ვედროთი და ქუდით.

თუმცა კალენი მარტო უცნაური ტანისამოსით არ გამხდარა ცნობილი, ის ასე 6 წელია ჩნდება. 2014 წელს კალენმა, რომელიც ფულს აგროვებდა ქველმოქმედებისთვის ლა მანში გადაცურა.

დეკემბერში მაიკლმა ახალი საქველმოქმედო აქციის ორგანიზება ითავა: ის მთელ დიდ ბრიტანეთს გაივლის ერთი კიდედან მეორემდე. სტარტი ჯონ ოგროტსიდან აიღო (შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით პატარა სოფელია). გზა არანაკლებ 7 კვირას წაიღებს.

გზა კი 1349 კმ-ს მოიცავს, სპიდო მაიკი კი ქალაქებში შედის და შემწეობებს აგროვებს. მიზანი – 100 ათასი ფუნტია ღარიბი ოჯახის ბავშვებისთვის.

ფულის ასაგროვებლად მაიკლს მარტო ვედრო არ აქვს, გვერდიც გააკეთა GoFundMe, საიდანაც დაახლოებით 80 ათასი მოაგროვა.

დერბის გამო კი დასვენების აღება მოუწია. ბილეთი კი „ლივერპულის“ თანამშრომლებმა აჩუქეს და ისიც მეტოქის ქომაგებს შორის იჯდა.

მაიკლი კი დასვენებას სულაც არ გეგმავს. მან 2020 უკვე დაგეგმა და 4800 კმ-ს გავლა აპირებს – ბუნებრივია, „ევერტონის“ საცურაო ტრუსებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ყველაზე უჩვეულო ფანი: უნდა 1600 კმ საცურაო ტრუსებში გაიაროს და ბავშვებისთვის ფული შეაგროვოს

114
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
114
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული