ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, არხიდან წასული ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის შვილი რჩება. 24 წლის ნინი კუპრაძე მუშაობას დილის გადაცემების ჟურნალისტად გააგრძელებს.
[related_news id=”236928″ align=”left”]
“ფეისბუქზე” უკვე გავრცელდა გადაცემის ანონსი, სადაც ჩანს რომ ის “რუსთავი 2″-ზე აგრძელებს მუშაობას, როგორც ჟურნალისტად.
,,დილა მშვიდობისა საქართველო, უქმეებზე” ეთერში 28 სექტემბრიდან გავა. დილის გადაცემას ნუკა ორჯონიკიძე, მაკო კვიტაიშვილი და სანდრო სანაია წაიყვანენ.
https://www.facebook.com/rustavi2/videos/2318197841779053/?v=2318197841779053
მას შემდეგ, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა “კურიერის” პროდიუსერი და რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლა, ტელევიზია ჟურნალისტებისა და წამყვანების ნაწილმა დატოვა. ისინი მოგვიანებით ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ მთავარ არხზე გადავიდნენ.
რუსთავი 2-ს რაც შეეხება, ამის შემდეგ, ტელეკომპანიამ საინფორმაციო და სხვა სახის გადაცემები შეაჩერა, სხვადასხვა არხიდან ჟურნალისტები გადაიყვანა და 23 სექტემბრიდან პირდაპირ ეთერში განახლებული პროგრამით დაბრუნდება.
[related_news id=”247580″ align=”left”]