Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
68

სპორტინგში ღია ტურნირი ჩატარდება. ღონისძიება მონადირეთა და მეთევზეთა საიტ Inadire.Ge – ს ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა სრულწლოვან პირს შეუძლია.

როგორც ”ფორტუნას” ტურნირის ორგანიზატორებმა აცნობეს, აღნიშნული ღონისძიება ანტიბრაკონიერულ მოძრაობას ეძღვნება.

”მოგეხსენებათ, 1 მარტიდან აგვისტოს მესამე შაბათამდე ნადირობის სეზონი დახურულია და ის კატეგორიულად აკრძალულია. აქედან გამომდინარე, ტურნირს ვუძღვნით ანტიბრაკონიერულ მოძრაობას. ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, ჩაუტარდება უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და დაიკმაყოფილებს მონადირულ ჟინს”, – განაცხადეს სპორტინგში ღია ტურნირის ორგანიზატორებმა.

მათივე ინფორმაციით, შეჯიბრი 10 ივლისს, სოფელ ლისის ტერიტორიაზე ჩატარდება. კენჭისყრა დაიწყება დილის 8:30 საათზე, ტურნირი კი – 9:00 საათზე. ტურნირში მონაწილეობას 40-მდე ადამიანი მიიღებს.

სპორტინგი ნადირობის იმიტაციაა და მოძრავ სამიზნეზე სროლას გულისხმობს. თანამედროვე სპორტინგის მანქანები ცვლიან სამიზნის ტრაექტორიას, აკეთებენ ფრინველის ან მორბენალი კურდღლის იმიტაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ანტიბრაკონიერულ მოძრაობას სპორტინგში ღია ტურნირი მიეძღვნება

68
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
68
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული