Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
124

„მანჩესტერის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურში „ვულვზთან“ შეხვედრაში პენალტი მოიპოვა, მაგრამ მისი დარტყმული „მგლების“ მეკარემ მოიგერია.

ამ გაცუდებული დარტყმის შემდეგ ფრანგი ნახევარმცველი შევიდა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი პენალტისტების სიაში. ასეთებში მოიაზრებიან ისინი, ვინც მინიმუმ 10-ჯერ მაინც შეასრულა 11-მეტრიანი. პოგბა ჯერჯერობით მე-6 ადგილზეა.

პოლს 11-ჯერ აქვს დარტყმული, რომელთაგან 7 გავიდა (გაფუჭებულია 36%). ამ სიაში პირველია ხუან პაბლო ანხელი („ასტონ ვილა“, 2001-2007) – 10 პენალტიდან მხოლოდ 5 გაიტანა (50%). მეორეა ამჟამად „სიტელი“ რიად მარეზი, რომელსაც 12 დარტყმიდან 7 აქვს გატანილი (42%). ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ სტიდ მალბრანკე (ფულჰემი, ტოტენჰემი, სანდერლენდი), დუაიტ იორკი (ერთ დროს „იუნაიტედის“ ლიდერთაგანი), კევინ ფილიპსი (ათამდე გუნდში უთამაშია).

გასული სეზონიდან მოყოლებული პოგბამ პრემიერლიგაში 4 პენალტი გააფუჭა. ეს ყველაზე მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვინ ურტყამს პრემიერლიგაში პენალტს ყველაზე ცუდად

124
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
124
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული