Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
70

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღიარა, რომ ექსტრემისტების მხრიდან ევრო 2016-ის განმავლობაში საფრთხე შენარჩუნდება.

რადიო France Inter-ის ეთერში ოლანდმა განაცხადა, რომ ”საფრთხე დიდხანს გასტანს, ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღონისძიება წარმატებით ჩაივლის”, წერს ”ასოშიეტიდ პრესი”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტურნირის უსაფრთხოებას დაცვის სამსახურის 90 000 თანამშრომელი უზრუნველყოფს. მისი თქმით, სხვა საგანგებო ზომებიცაა მიღებული. ოლანდმა მიმართა გულშემატკივრებს, რომ გაგებით მოეკიდონ ჩხრეკებს სტადიონების შესასვლელთან.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთში 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა საფრანგეთში.
მაისის ბოლოს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რადიკალები აპირებენ თავდასხმას რუსეთისა და ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებზე, რომელთა გუნდები 11 ივნისს მარსელში ითამაშებენ. ჟურნალისტები ეყრდნობოდნენ მონაცემებს, რომლებიც პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზატორის სალაჰ აბდესლამის ნოუთბუქში აღმოაჩინეს.

მოგვიანებით საფრანგეთის პოლიციამ განაცხადა, რომ მონაცემები ევრო 2016-ზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

საფრანგეთი აღიარებს: ევრო 2016-ის საფრთხე ბოლომდე გასტანს

70
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
70
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული