Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
105

ვაშლიჯვრის ახალ ესტაკადაზე დღეიდან შშმ პირები და ქვეითები სპეციალური ლიფტით და კიბეებით შეძლებენ გადაადგილებას. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქ-ლაივში განაცხადა.

მისივე თქმით, მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ახალი ესტაკადის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გელოვანის გამზირზე მოძრაობა განიტვირთა. 

შედეგად კი მძღოლებს საცობებში დგომა აღარ უწევთ. მან ასევე  მწვანე სივრცეებსა და დასასვენებელი ადგილების მოწყობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ეს მოსახლეობის თხოვნაა, რომელსაც აუცილებლად შეასრულებენ. 

„აქ არის კონკრეტული სივრცე, რომელიც პროექტის განხორციელების დროს გამოყენებული იყო როგორც სამშენებლო მოედანი. ადგილობრივმა მოსახლეობამ გვთხოვა, შეგვექმნა დასასვენებელი ადგილი და ამას გავაკეთებთ. სამშენებლო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე დასრულებულია. ამდენად, სკვერის მოწყობას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ.

გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე სიახლე: გელოვანის გამზირზე არსებული შუქნიშანი დროებით მოქმედი დავტოვეთ, რათა ფეხით მოსიარულეებს გამზირის მეორე მხარეს გადასვლა შეძლებოდათ. ამასთან, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი ავტომანქანები მარშალ გელოვანის გამზირზე გადაადგილებას ვეღარ შეძლებდნენ. პროექტის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ესტაკადაზე ასასვლელი კიბეები მოეწყო. შესაბამისად, აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება და ავტომანქანები მარშალ გელოვანის გამზირზე შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. კიბის უჯრედების მოწყობის გარდა, შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტებიცდავაყენეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ლიფტები და კიბის უჯრედები მოეწყო (ვიდეო)

105
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
105
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული