Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
239

იაპონია უდიდესი სპორტული ტურნირისთვის ემზადება. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამომავალი მზის ქვეყანა რაგბის მსოფლიო თასს უმასპინძლებს. მოწესრიგებულმა იაპონელებმა უკვე დაიწყეს მზადება, ოღონდ აქ სპორტულ-ინფრასტრუქტურული პროექტები არ იგულისხმება, რაც ისედაც კარგა ხანია მზადაა. საქმე ტურნირის პოპულარიზაციაა. ერთ-ერთი მიგნება გახლავთ ტოკიოს ქუჩებში ცნობილი სპორტსმენების ქანდაკებების დადგმა, რომელთაც რაგბის ბურთი უჭირავთ. ზოგიერთი მათგანი თამაშის იმიტაციის დროს არის გამოქანდაკებული, მაგალითად ემზადება ლელოს დასადებად, ან ჯარიმის დასარტყამად და ა.შ.

 

სასიხარულოა, რომ გამორჩეულ ხალხში ჩვენიანიც შეიყვანეს. სკამზე დასვეს და რაგბის ბურთი დააკავეს ცნობილ ქართველ სუმოისტ ტოჩინოშინს (ნამდვილი სახელი ლევან გორგაძე).

გულშემატკივრებს და ქალაქის სტუმრებს ნებისმიერთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც შეუძლიათ.

 

რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება 20 სექტემებრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. ბორჯღალოსნები D ჯგუფში მოხვდნენ.[related_news id=”215292″ align=”right”]

23 სექტემბერი – უელსი – საქართველო
29 სექტემბერი – საქართველო – ურუგვაი
3 ოქტომბერი – საქართველო – ფიჯი
11 ოქტომბერი – ავსტრალია – საქართველო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ტოჩინოშინს იაპონელებმა რაგბის ბურთი დააჭერინეს და ტოკიოს ქუჩებში დასვეს (ფოტო)

239
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
239
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული