Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
154

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. სარა ნეთანიაჰუ რესტორნიდან საჭმელს ბიუჯეტის ფულით უკვეთავდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მან ხაზინაში 14 000 ევრო უნდა დააბრუნოს. შესაბამის ვალდებულების შემცველი საპროცესო გარიგება სარა ნეთანიაჰუსა და ისრაელის გენერალურ პროკურატურას შორის 12 ივნისს გაფორმდა.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ პრემიერ-მინისტრის მეუღლემ 2010-2013 წლებში რამდენიმე რესტორანს ძვირადღირებული კერძი არაერთხელ შეუკვეთა. სულ საჭმლის გამოძახებაში პრემიერის მეუღლემ 43 ათასი ევრო დახარჯა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს ჰყავს საკუთარი შეფმზარეული. სარა ნეთანიაჰუმ ფული ბიუჯეტიდან გადაიხადა.

თავად სარა ნეთანიაჰუ ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ძვირადღირებულ კერძებს კანცელარიის თანამშრომლები საკუთარი ინიციატივით უკვეთავდნენ.

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ის საჭმელს ბიუჯეტის ფულით უკვეთავდა და 3 წელიწადში 43 ათასი ევრო დახარჯა

154
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
154
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული