Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
198

პრემიერ-მინისტრი რაჭაშია. მამუკა ბახტაძე სოფელ გოგოლათში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.  პრემიერ-მინისტრმა ონსა და ამბროლაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მამუკა ბახტაძე ​დაინტერესდა რაჭა-საჩხერე-ონის გზის პროექტის მიმდინარეობითაც, მოინახულა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის რაჭის ლორის საწარმო.

პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა და რაჭაში ახალი სკოლების აშენებაც დაანონსა.

“მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ახალ სკოლებს ავაშენებთ,ამ სოფელში არის ათეული ასეთი სახლი, სადაც არის შენარჩუნებული უნიკალური ქართული არქიტექტურა და უნიკალური ქართული ორნამენტები. აქ რომ ჩამოხვალ, შეუძლებელია ამ ყველაფერს შეხედო ემოციის გარეშე. ეს არის უდიდესი კულტურის მაჩვენებელი ის პროექტები, რომლებიც დავიწყეთ შარშან, ის მიმდინარეობს წარმატებით. მე დღეს ვიყავი ორივე მუნიციპალიტეტში, როგორც ონში, ასევე ამბროლაურში, ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამავე დროს ის, რომ რაჭაში ჩვენ შევძელით ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს არის მხოლოდ დასაწყისი“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/347084622619489/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პრემიერი: რაჭაში ახალ სკოლებს ავაშენებთ

198
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
198
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული