Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
220

საქართველოს პრეზიდენტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას – „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“ დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი გეზის ევროპაში შევაღწიოთ ყველა საშუალებით და ამ გზაზე ვერავინ ვერ გაგვაჩერებს.

​ამიტომ გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. ,,ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც.

​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ საქართველო და კერძოდ, ქუთაისი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
[poll_block]
[poll_block]
[poll_block]
[poll_block]

სალომე ზურაბიშვილი: 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი

220
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
[poll_block]
[poll_block]
[poll_block]
[poll_block]
Add Your Heading Text Here
220
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
[poll_block]
[poll_block]
[poll_block]
[poll_block]
მსგავსი თემები
პოპულარული