დღეიდან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს – აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს. [related_news id=”198570″ align=”right”]
„გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება სულ რამდენიმე კომპანიას აღმოაჩნდა.
მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია “მზიური”, რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4500 სავაჭრო ობიექტის მომარაგებას ახდენს). კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე,“ – ვკითხულობთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ვე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას.
აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.