Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
165

კომპანია “IDS ბორჯომი” პროექტის “ბორჯომი ბუნების გულშემატკივარი” ფარგლებში კურორტ ბორჯომში საგაზაფხულო რგვებს 18 მაისს განახორციელებს. კომპანიამ დღეს ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიის 8-წლიანი შედეგები შეაჯამა. როგორც შეხვედრაზე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიცა ჩოლოყაშვილმა განაცხადა, ამ წლების განმავლობაში 3 ჰექტარი ტყე აღდგა და დაირგო 8700 ნერგი.

2018 წელს ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი, 2019 წელს კი 2500 ნერგი დაირგო.

შეხვედრაზე “ეროვნული სატყეო სააგენტოს” ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარინე სუჯაშვილმაც ისაუბრა. მან ყურადღება ტყის ფონდის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა როგორ უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ტყეს, რომელ სეზონზე სჯობს ხის დარგვა, რა მანძილი უნდა იყოს ნერგებს შორის და სხვა.

მარინე სუჯაშვილის თქმით, ტყის ფონდის გადასარჩენად, მნიშნველოვანია თავად მოსახლეობა მიუდგეს ამ საკითხს პასუხისმგებლობით და პირველ რიგში თავად გაუფრთხილდნენ ტყეს და არ მოჭრან საღი და ჯანმრთელი ხეები.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“ბორჯომი” კურორტზე საგაზაფხულო დარგვებს 18 მაისს განახორციელებს

165
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
165
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული