Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
924

NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა.

ბოლო მატჩში ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსი” “ნიუ იორკ ნიქსს” ესტუმრა და დიდი სხვაობით – 115:89 დაამარცხა.

ქართველმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 15:37 წუთი ითამაშა. ზაზამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

“დეტროიტს” 41 მოგება და 41 წაგება დაუგროვდა, რითაც კონფერენციაში მერვე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ბოლო გამსვლელი ადგილიდან გაძვრა.

16-წლიანი კარიერის განმავლობაში ფაჩულია პლეი-ოფში მეცხრედ გავიდა.

“დეტროიტი” პლეი-ოფში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს, “მილუოკის” შეხვდება.

რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი “მილუოკიმ” აჩვენა, რომელმაც 82 შეხვედრიდან 60 მოიგო. ზაზას „დეტროიტი“ სწორედ მას შეხვდება.

საპლეიოფო წყვილები ასე დაჯდა:

მილუოკი-დეტროიტი
ბოსტონი-ინდიანა
ფილადელფია-ბრუკლინი
ტორონტო-ორლანდო
გოლდენ სტეიტი-კლიპერსი
ჰიუსტონი-იუტა ჯაზი
პორტლენდი-ოკლაჰომა
დენვერი-სან ანტონიო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ფაჩულიას მე-9 პლეი-ოფი: ზაზას დეტროიტი რეგულარულის საუკეთესო გუნდს შეხვდება

924
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
924
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული