Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
223

კახი კალაძე არის გაუნათლებელი და ის ელემენტარულად, ტერმინებს ვერ არჩევს, გაუნათლებელთან ერთად ცვედანიც არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში  განაცხადა.

აღნიშნულით, უგულავამ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს სწორედ გიგი უგულავამ გასცა სპეცნებართვა ვაკის პარკში 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.

„კახი კალაძე გაუნათლებელთან ერთად ცვედანიც არის, იმიტომ, რომ მე შემიძლია ჩამოვყვე რამდენი პრობლემა დამხვდა ვანო ზოდელავასგან, მაგრამ ეს არასდროს გამიკეთებია და არც იმათ ვაკადრებდი, ელემენტარული კოლეგიალობის საკითხია. ადამიანი, რომელიც ხელს იშვერს და პასუხისმგებლობას ვერ იღებს, ის სიკეთეს ვერ მოიტანს. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური ცვედანი, ამასთან ერთად სამწუხაროდ, არის შეუფერებელი, იმიტომ, რომ არის უზრდელი. პირველი შემთხვევა არ არის, როცა კახი კალაძეამბობს ერთ სიტყვას, რომელსაც რეალურად სხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის სხვა მნიშვნელობით ხმარობს, იმიტომ, რომ არ იცის. არ ვაპირებ ამ ადამიანთან შეჯიბრებას, დამანებოს თავი და ნუ მეტოლება ყოველ მთავრობის სხდომაზე, მიხედოს საქმეს“, – განაცხადა უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

არ ვაპირებ კალაძესთან შეჯიბრებას, დამანებოს თავი და ნუ მეტოლება ყოველ მთავრობის სხდომაზე – გიგი უგულავა

223
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
223
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული