Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
150

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების დამატებითი ძალები აჭარის რეგიონიდანაც ჩაერთნენ, შესაბამისად, რიონში მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 16:53 შემოვიდა. თვითმხილველი იუწყებოდა, რომ მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა ქალაქ ფოთში, ცენტრში არსებული ხიდიდან. ზუსტად 2 წუთში სამაშველო ჯგუფები ადგილზე მივიდნენ, თუმცა პირველადი დათვალიერების შედეგად მდინარეში მოზარდი ვერ აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 20 მაშველი. მიმდინარეობს არა მხოლოდ მდინარის ზედაპირის დათვალიერება. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ამინდი და მხედველობის არე მოგვცემს საშუალებას. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება, რათა მოზარდი დროულად ვიპოვოთ“, – განაცხადა  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

ადგილზე იმყოფება 20 მაშველი, მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

შეგახსენებთ, შემთხვევა ცოტა ხსნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მეათეკლასელი მოზარდი ხიდის მოაჯირზე გადაადგილდებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები აჭარიდანაც ჩაერთნენ

150
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
150
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული