Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
93

წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქება მოხდა, რაც, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა 3 ადამიანი. დაშავებულებმა მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღეს. სამივე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

19 იანვარს, არნიშნული „საშაურმე“, კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა შეამოწმეს და იქ დარღვევები აღმოაჩინეს.

„სწრაფი კვების ობიექტი სულ ცოტა ხნის წინ გასხვისდა. ახალმა მეპატრონემ ბუნებრივი აირის მილები თვითნებურად დაამონტაჟა. 19 იანვარს ობიექტი შეამოწმეს „სოკარ ჯორჯიას“ სპეციალისტებმა და დარღვევები აღმოაჩინეს. მათ ობიექტის ახალ მეპატრონეს ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვადა მისცეს. დღეს, დილით კი მან გაზის გამათბობელი მაინც ჩართო და აფეთქებაც მოხდა“, – აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240 პრიმა მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

წყალტუბოში სწრაფი კვების ობიექტში აფეთქება მოხდა

93
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
93
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული