ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლის არხში ჩავარდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს ტრავმები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით არის დაწყებული.