სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ფიცი დადო. აღნიშნულის შემდეგ, ის უკვე საქართველოს მეხუთე და ბოლო არჩეული პრეზიდენტია.
ცერემონია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ღონისძიებას 1 800-მდე სტუმარი ესწრება. თელავში იმყოფებიან მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, უცხოელი სტუმრები, ცნობილი სახეები და ა.შ.
ცნობილია , რომ ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ ესწრება. მიზეზებზე მთავრობის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, ივანიშვილს ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა, რომელიც გუშინ დაასაფლავეს.
https://www.facebook.com/fortuna106.9/posts/2396843447007137?__xts__[0]=68.ARBFSYRX_TThlUFpa8DnmFjhk14ziQdWA0K8EOMVpneusSo-Qd7ps_I8wq4L6y21bdydU6eR7o7Ouh2cRk-2XLXW1R1GmGDyXm9IWYopdssIyB6NPQBOrMcZKej2r8Jm8p99GNUXigvbzI9FyjsaQMXpnLrxLeopzJSDwD9pmvL4aCMYz-aQHA_d09igT7GLNh3uXR-FbWKZ3932mhe5yjAvfGcFHl2M9K-2DpLjM43miuirn936safK3LrccHy7xHOY-uw84an3GzEfzmDVfb_J0sbW9t2DRc6FAJ4wMlwQm3boJFI9aR-lk7DUN_gUPH-i5RUF6ZKKlhTg9WK8PDf-nAxCD6YB8XTMN6-joXg82b0FTVE3tEueM8p7ENU-5vEMcgVv-untXa6plFBnckKMsELH-3H-qDqZ1ZA0T0rBRyYDUbY0LEq6BcGm834cm2IuWxFk691wH-s00JW5Pvo0YqjfdUHeIUlq1uV9ES_Bz6qCK2WZjLzJzRmvDT3N1A&__tn__=-R