მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი გადაცემას ტელეკომპანია Zik-ის ეთერში წაუძღვება.
გადაცემის ანონსში ნათქვამია, რომ „სააკაშვილი მაყურებელს გასულ წლებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გაახსენებს, რათა მოქალაქეებმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ“.
გადაცემა „ჯოკერი“ ეთერში 7 დეკემბრიდან გავა.
https://www.facebook.com/telekanalZIK/videos/1901374993294285/