Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
93

აზიის განვითარების ბანკი რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის; დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

შეთანხმება ითვალისწინებს 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსისგამოყოფას აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობას.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შემცირებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

პროექტის განმახორციელებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
93
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
93
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული