ჩინეთში ყველაზე სწრაფი მატარებელი ამოძრავდა. მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი პეკინსა და შანხაის შორის იმოძრავებს და როგორც სააგენტო „სინხუანი“ იუწყება, მას საათში 350 კმ-ს განვითარება შეეძლება. მატარებელი დღეში 4 რეისს შეასრულებს და მგზავრებს გზაში მხოლოდ 4 საათისა 28 წუთის გატარება მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ჩქაროსნულმა მატარებლებმა სიარული 2008 წლიდან დაიწყეს. 2011 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ კი, როცა 40 ადამიანი დაიღუპა, მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-მდე შეიზღუდა.
რაც შეეხება პეკინსა და შანხაის რკინიგზის სადგურებს, ისინი წელიწადში 100 მილიონამდე ადამიანს ემსახურებიან.
