ელისეის მინდვრები თვეში ერთხელ ავტომობილებისგან განთავისუფლდება. ახალი პროექტი, რომელიც პარიზის მთავარ მოედანს განტვირთავს, 8 მაისიდან დაიწყება.
ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ყოველი თვის პირველი კვირა ფეხით მოსიარულეებს მიეძღვნება და ავტომობილებს მოძრაობა აეკრძალებათ. ამ გზით ფრანგები ჰაერის დაბინძურების შემცირებას გეგმავენ.