Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
104

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რაჭაში რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო.

„ვფიქრობთ, წელს რაჭაში, დაახლოებით, 1500 ტონაზე მეტი მოსავალი იქნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირებას კვლავ ვახორციელებთ. მეწარმე, რომელიც არანაკლებ 7 ლარს გადაიხდის, სახელმწიფოსგან 4 ლარის სუბსიდიას მიიღებს. მოგეხსენებათ, მხარდაჭერის ეს მოდელი შარშან შევიმუშავეთ და გაამართლა – ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო საწარმოს ჩართვა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა. მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორი წელსაც აქტიურობს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დარგის განვითარებისა და ვენახების გაშენების პროცესზეც ისაუბრა:

„მაღალმთიანი რეგიონებისთვის ახალი პროგრამა გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივებს მარნების მოწყობაში ვეხმარებით, ვაფინანსებთ სამეწარმეო საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ მევენახემ ღვინის დაწურვა, დაყენება და მისი კარგ ფასად რეალიზება შეძლოს; მისასალმებელია, რომ ახალი პროგრამით სარგებლობაზე ბევრი განაცხადია შემოსული. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს იმისათვის, რომ სექტორის განვითარებას ხელი შევუწყოთ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რაჭაში რთველში 20-მდე საწარმოა ჩართული. ამჟამად უკვე 1100 ტონა ყურძენია ჩაბარებული და გადამუშავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ოთარ შამუგიამ რაჭაში რთველში მიიღო მონაწილეობა

104
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
104
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული