მსახიობ ლელა მებურიშვილს დღეს დაბადების დღე აქვს.
როგორც ირკვევა, ლელა დაბადების დღეს ყოველ წელს თავის ტყუპისცალ ძმასთან ერთად აღნიშნავს. დღეს კი მსახიობმა სოციალური ქსელის საშუალებით კარგი ამბავი გვამცნო – მის ძმას, სწორედ ამ დღეს შვილი შეეძინა.
„ჩემი დაბადების დღე ყოველთვის განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ მარტო არასდროს არ ვარ. ყოველთვის ჩემ ტყუპისცალ ძმასთან ერთად მილოცავენ ამ დღეს, მაგრამ დღეს ყველაზე გამორჩეული და ჯადოსნური დღეა, იმიტომ, რომ ბაჩო მებურიშვილს ულამაზესი პატარა გოგონა გაჩნდა, გაგაბედნიერა და გაგავბრჭყვიალა ყველა. უბედნიერესი ვარ. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს კეთილი სიტყვებისთვის. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის”, – წერს ლელა მებურიშვილი ფეისბუქში.
ფოტო/ვიდეო: ლელა მებურიშვილის ოჯახური იდილია: „ამ ზაფხულიდან შესანიშნავი მოგონებები დაგვრჩება…“