Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
884

ბრიუს უილისის და ეშტონ კაჩერის ყოფილი მეუღლე ჟურნალის Bazar გარეკანზე თამამად პოზირებს და თავის ავტობიოგრაფიულ წიგნს წარადგენს.

უკანასკნელად დემი მურმა 30 წლის წინ, Vanity Fair-ის გარეკანისთვის გაიხადა, მაშინ ის მეორე ბავშვზე იყო ორსულად. რაც მურის ავტობიოგრაფიულ წიგნს შეეხება, „Inside Out“, ის გაყიდვაში შემოდგომაზე გამოვა.

„კიდევ კარგი საზოგადოებას მხოლოდ სურათი ახსოვთ და არა სტატია“ – ხუმრობით აცხადებს მსახიობი.

სტრიპტიზის ვარსკვლავი საზოგადოებას ოდესღაც დაჰპირდა, რომ 40 წლიან კარიერას აღნიშნავდა. თავისი ქორწინებები და ნარკოდამოკიდებულება, „Inside Out“ – ეს არის თვითგადარჩენის ისტორია.

“ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა. თითქოს, ახალგაზრდობაში დავბრუნდი, მასთან თანაცხოვრებით ხელახლა ვიგრძენი, თუ როგორია იყო 20 წლის“ – აცხადებს მსახიობი ეშტონ კაჩერთან ქორწინების შესახებ.

რაც წინა ქორწინებას შეეხება, ვარსკვლავს ბრიუს უილისთან სამი ქალიშვილი ჰყავს. წიგნში მათ შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტია ნახსენები. დემი საკუთარ ბავშვობასაც იხსენებს და თავისი დედის ნარკოდამოკუდებულების შესახებ გვიამბობს.

„ჩემი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როდესაც დედაჩემის ნარკოდამოკიდებულების შესახებ გავიგე“ – აცხადებს მსახიობი.

დემიმ თავისი კარიერა ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში დაიწყო. ფილმის „მოჩვენება“ შემდეგ კი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალად იქცა.

ერთი სიტყვით, კარიერა და პირადი ცხოვრება, ბრიუსი და ეშტონი,  მსახიობის გრძნობები და მისი არნახული წარმატებისკენ მიმავალი გზა წიგნში „Inside Out“ გაერთიანდა. რელიზი 24 სექტემბერსაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

56 წლის დემი მური, 30 წლის შემდეგ პირველად შიშვლდება (ფოტო)

884
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
884
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული