Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
77

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის მიზნით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არ უშვებს. თეოლოგები სააღდგომო ეპისტოლეში ეხმიანებიან. მათი განცხადებით, „მაღალი ალბათობით სახეზე გვაქვს ფულის მითვისების კორუფციული სქემა, ხოლო პასუხისმგებელი პირები კი ამ დრომდე ხელშეუხებლობის იმუნიტეტითა და შეუვალობის პრივილეგიით სარგებლობენ“.

თეოლოგები აცხადებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ საპატრიარქოს შესაბამის უწყებებში ომბუდსმენის, ფინანსური პოლიციისა და საგამოძიებო სამსახურების შესვლა უნდა მოითხოვოს.

„ვერ არის და სწორედ ამ ნიადაგზეა გავეშებული მთავარეპისკოპოსი სპირიდონიც, რომელიც უზარმაზარი ფინანსური სუბსიდიებით სარგებლობს, როგორც ეკლესიისთვის განკუთვნილი ოფიციალური საბიუჯეტო დაფინანსებიდან, ისე სხვადასხვა ფონდიდან და კერძო ბიზნესშემოწირულობიდან.

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არ ხორციელდება არანაირი აუდიტი და მოკვლევა, არ საჯაროვდება ხარჯთაღირცხვა და თანხების მოხმარების მიზნობრიობა, მაღალი ალბათობით სახეზე გვაქვს ფულის მითვისების კორუფციული სქემა, ხოლო პასუხისმგებელი პირები კი ამ დრომდე ხელშეუხებლობის იმუნიტეტითა და შეუვალობის პრივილეგიით სარგებლობენ.

სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ომბუდსმენის, ფინანსური პოლიციისა და საგამოძიებო სამსახურების შესვლა საპატრიარქოს შესაბამის უწყებებში, სადაც უმწიფარი და მოზარდი ახალგაზრდობა სრულიად დაუცველი, ექსპლუატაციასა და მონურ მდგომარეობაში მყოფია”, – წერია ეპისტოლეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მაღალი ალბათობით სახეზე გვაქვს ფულის მითვისების კორუფციული სქემა: თეოლოგები ნინოწმინდის პანსიონზე

77
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
77
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული