„6:3 ხელისუფლების ფორმალური გამარჯვებაა, მაგრამ რეალურად კატასტროფული მარცხია“, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და აღნიშნულით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
გია ხუხაშვილის მოსაზრებით, 3 მოსამართლის წინააღმდეგობამ გამოავლინა, რომ სისტემას სერიოზული კოროზია შეეპარა.
[related_news id=”932352″ align=”left”]
„საზოგადოება ახლა კი არ უნდა ქილიკობდეს და შეთქმულების თეორიებს ავითარებდეს, არამედ უნდა აქებდეს და მხარდაჭერას უცხადებდეს ამ სამ ადამიანს, რომლებმაც მძიმე დარტყმა მიაყენეს ხელისუფალს.
სისტემის მდგრადობის შერყევა, რაც ხელისუფლების ცვლილების აუცილებელი ელემენტია, მოხდება მაშინ, როდესაც წესიერ ჩინოვნიკს ეცოდინება, რომ სამოქალაქო გმირობა ფასდება. თუ ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ვიაზრებთ, მაშინ რა გვინდა პოლიტიკაში?“ – წერს გია ხუხაშვილი.