Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1191

22-23 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვალერი მელაძის გალა-კონცერტი გაიმართება. მომღერალი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით წარდგება.

საესტრადო მუსიკის სფეროში ყველაზე ცნობილი ძმები: ვალერი და კონსტანტინე მელაძეები ბათუმში დაიბადნენ. პირველადი მუსიკალური განათლება მათ სწორედ ზღვისპირა ქალაქში მიიღეს, უმაღლესი განათლების მისაღებად კი უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში გაემგზავრნენ. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული ძმები, მალე სტუდენტური ანსამბლის წევრები გახდნენ.

ვალერი მელაძემ, თავისი, განსხვავებული, გამორჩეული ხმითა და საშემსრულებლო მანერით, მალე მიიქცია პროდიუსერთა ყურადღება და დაიკავა ადგილი დიდ შოუბიზნესში!

მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე, მომღერალს ექვსი ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან პირველს, მის მიერ შესრულებული და ჰიტად ქცეული რომანსის: „ჰერას“ სახელი ჰქვია.

ვალერი მელაძის კონცერტები არამარტო პოსტსაბჭოთა, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოპულარობას მსმენელში.

მომღერალი არასდროს ივიწყებდა თავის სამშობლოს… ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით, როცა ამის აუცილებლობა იყო. ამის დასტურია მისი კონცერტები ბათუმსა და თბილისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

22-23 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვალერი მელაძის გალა-კონცერტი გაიმართება

1191
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1191
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული