Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
75

აქციის –  „ღამე მუზეუმში“ მხარდასაჭერად, ავტობუსების 30 მარშრუტის მუშაობის საათები 19 მაისის საღამოდან 20 მაისის ღამის 01:30 საათამდე გახანგრძლივდება.

შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ: N1, N2, N6, N7, N11, N14, N15, N20, N25, N27, N31, N33, N34, N36, N39, N44, N47, N49, N55, N56, N61, N62, N66, N73, N78, N86, N88, N90, N92 და N95 ავტობუსები.

გარდა ამისა, თბილისის მერია მუზეუმების მიმართულებით 20 მაისის 01:30 საათამდე 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს, რომლითაც მგზავრები უფასოდ ისარგებლებენ.

19 მაისის 18:00 საათიდან ერთ მარშრუტზე ავტობუსი იმოძრავებს ჩოლოყაშვილის გამზირიდან (კუს ტბის ასახვევი) ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით. ხოლო 21:30 საათიდან, მეორე მარშრუტზე, „დინამო არენადან“ გორგასლის ქუჩამდე წრიული მარშრუტი ამოქმედდება.

ავტობუსი გაივლის აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირებს, გმირთა მოედნის გავლით მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, პუშკინის ქუჩიდან გორგასლის ქუჩაზე გაუხვევს და კრწანისის მოედანზე უკუმიმართულებით მობრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

19 მაისს ავტობუსების ნაწილი ღამითაც იმოძრავებს

75
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
75
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული