ლაგოდეხში, 40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დაკავებულია.
დაზარალებული გოგოს ადვოკატის თქმით, მუხლი გადაკვალიფიცირდა და მამაკაცს ბრალი 137- ე, გაუპატიურების მუხლით წარედგინა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კონდოლში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი. არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.
[related_news id=”205660″ align=”left”]
ლია ხუროშვილის ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხა გოგონა, რომელმაც დეტალურად აღწერა კაცის მხრიდან მასზე ორჯერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
არასრულწლოვანმა მაისის თვეში ბავშვი გააჩინა, რომელიც ამ დრომდე ლაგოდეხის საავადმყოფოში იმყოფება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.