Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
161

ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.

“ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

ცვლილება, ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში მედიკამენტების ჯენერიკული დასახელებებია აღნიშნული. ჩამონათვალში მოხვდა ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა “ამოქსიცილინი”, “ლოზარტანი”, “ამიოდარონი”, “აზითრომიცინი”, “ბისოპროპოლი”, “მეთფორმინი”, “მეთილპრედნიზოლონი” და ა.შ. 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

1300-ზე მეტი მედიკამენტი, რომელთა ფასებიც მთავრობამ დაარეგულირა – როდიდან შევა რეგულაცია ძალაში

161
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
161
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული