Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1072

13 ივნისს თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ რიგითი ადამიანებიდან გმირები შექმნა. წამებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა უამრავის სიცოცხლე განსაზღვრა.

ჩვენ უამრავი გმირობის ისტორია მოვისმინეთ, ზოგიერთი გმირის სახელი ვიცით… [related_news id=”208308″ align=”left”]

“ფორტუნა” 5 წლის შემდეგ ამ მამაც ადამიანებს გახსენებთ, რომელთა ნაწილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვების იხსნა, ნაწილმა კი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაწირა, თუმცა გაუმართლა და გადარჩა.

 

ზურაბ მუზაშვილი

მეხანძრე-მაშველმა 2015 წლის 13 ივნისის ღამეს, სამაშველო ოპერაციის დროს, 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მუზაშვილი მოჭიდავე იყო. მისი ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად ზურაბის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმართება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

ეს ზურაბის ჩაფხუტია, რომელიც სტიქიის დროს ეკეთა

 

კახა ქრისტესაშვილი

ფოტო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ გა­მო­ყავს პატ­რულს წყალ­დი­დო­ბის დროს, სვა­ნი­ძის ქუ­ჩი­დან პა­ტა­რა ბიჭი, ალ­ბათ ბევ­რს გახსოვთ… ამ ფო­ტო­ზე კახა ქრის­ტე­საშ­ვი­ლია ასა­ხუ­ლი. პატრულის თანამშრომელმა მაშინ გმირობაც მოახერხა და საკუთარი სიცოცხლეც შეინარჩუნა, თუმცა მოგვიანებით გაზის გაჟონვის შედეგად, მეუღლესთან ერთად გარდაიცვალა.

 

 გიგი კეშელავა 

13 ივნისის ღამეს, ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა ავტომობილი დროულად დაექოქა და ნიაღვარისთვის გაესწრო. მან უკან გზაზე ორსული ქალი და მისი მეუღლე დაინახა. მიბრუნება გარისკა და ისინი გადაარჩინა. გიგი ცდილობდა სხვების გადარჩენასაც…

“ზუსტად ვიდექი ვაკეში რომ ადის გზა აი იქ, საპატრულო შენობა რომ არის იმ აღმართზე უნდა ამესწრო, ძლივს დავქოქე და ავასწარი. იქვე დავინახე ფეხმძიმე ქალი და მისი ქმარი, წყალი უკვე წამოსული იყო, წავედი, ისინი ჩავისვი და ძლივს ავედი აღმართზე, ხეები მოჰქონდა უკვე წყალს და მანქანის უკანა ნაწილიც დაფარული იყო. ბუქსაობით ავიყვანე სამშვიდობოს, მერე მე და ჩემი მეგობრები დავბრუნდით უკან სხვების დასახმარებლად უკვე ფეხით, ორსული და მისი ქმარი კი ისე წავიდნენ არც მახსოვს… ამის შემდეგ კი არ ვიცი, აი იქ უკვე კადრები იყო საშინელება. ერთმა პატრულმა მოასწრო გზის მეორე მხარეს გადმოსვლა, მეორე კი მანქანიანად აიტაცა წყალმა და წაიღო დინებამ. ისეთი პანიკა იყო, რომ უბრალოდ ვერ ვშველოდით…” – ასე იხსენებს თავად გიგი იმ ღამეს.

 

გიორგი ხარებაშვილი

ხარებაშვილმა სტიქიის ღამეს სამი მოხუცის სიცოცხლე გადაარჩინა. მან შეძლო და დატბორილი პირველი სართულიდან სამი ადამიანი მარტომ გამოიყვანა.

 

13 ივნისს კიდევ უამრავი უსახელო გმირი ჰყავს. ყველა მათგანის ვინაობა ცნობილი ნამდვილად არ არის. ისინი ჩანან კადრებში და რჩებიან იმ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებიც გადაარჩინეს და დაეხმარნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

13 ივნისის 4 გმირი, რომლებმაც ათეულობით ადამიანი გადაარჩინეს

1072
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1072
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული