Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
506

11 წლის ირაკლი მეძმარიაშვილს ახლახან ძალიან საინტერესო იდეა დაებადა, რომლის განხორციელებაც მეგობრებისა და მშობლების დახმარებით გადაწყვიტა. ირაკლის საახალწლოდ გაჭირვებული ოჯახების დახმარება სურდა, ამიტომაც სოციალურ ქსელში ახალი გვერდი Toy Friend – სათამაშო მეგობარი შექმნა და გადაწყვიტა, თავისი და თავისი მეგობრების სათამაშოები საქველმოქმედო მიზნით გაყიდოს. სათამაშოების ფასი 5-10 ლარია. სიმბოლური თანხის ჩარიცხვით ნებისმიერ მსურველს შეუძლია კეთილ საქმეს შეუერთდეს. ახალი წლის შემდეგ კი სკოლის მოსწავლეები ერთ-ერთ შერჩეულ ოჯახს დაეხმარებიან.

ირაკლი მეძმარიაშვილი:

„მინდა, გაგაცნოთ ჩემი იდეა, რომელიც ქველმოქმედებას ეხება. შაბათ-კვირას, როდესაც მე და ჩემი და ანიტა სახლში ვიყავით სათამაშოებს ვალაგებდით, თავში არაჩვეულებრივმა იდეამ გამიელვა. მინდოდა, ჩემი საქმე მქონოდა, რითაც სხვებს გავახარებდი.

გადავწყვიტე, ჩვენი სათამაშოები გავყიდო და შემოსული თანხით დავეხმარო მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, ვფიქრობ, ეს მათთვის კარგი საახალწლო საჩუქარი იქნება⭐️?

ამ ინიციატივაში უკვე ჩართულები არიან ჩემი მეგობრები: დავით მაისურაძე და მარიამ დავითაძე. ასევე სხვებიც. ჩვენ ერთად შევაგროვეთ სათამაშოები.

ჩვენ შევქმენით სპეციალური ფეისბუქ-გვერდი სახელად „Toy friend“, სადაც გასაყიდი სათამაშოების ფოტოებს განვათავსებთ.

ძალიან მინდა, რომ თუნდაც ერთ ოჯახს ბედნიერი ახალი წელი ვაჩუქოთ ?❤️

შემოგვიერთდით, ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.❤️

დაგვიკავშირდით 599107378

თუ შეიძენთ სათამაშოს, ჩვენ ადგილზე მოგიტანთ ნივთს.

ესეც ანგარიშის ნომერი:

GE77TB7950845169600001“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

11 წლის სკოლის მოსწავლის ინიციატივა – ირაკლი მეძმარიაშვილი მეგობრებთან ერთად სათამაშოებს ყიდის, რომ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმაროს

506
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
506
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული