Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
32

მოგზაურობის მოყვარულმა ამერიკელმა ენ მაკლეინმა 105 წლის იუბილე აღნიშნა და თავისი ჯანმრთელობის შესახებაც ისაუბრა.

გამოცემა New Jersey Herald-ის (ლინკი) ინფორმაციით, ამერიკელმა ქალბატონმა დაბადების დღე ნიუ ჯერსის მოხუცებულთა პანსიონატში აღნიშნა. დედისთვის იუბილეს მისალოცად მისი ვაჟი და ქალიშვილი მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმული მოგზაურის დაბადების დღე Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ცენტრში აღნიშნული პირველი დღესასწაული გახდა.

მაკლეინის სიცოცხლის საიდუმლო მისმა ქალიშვილმა, კეტი ბიტერმანმა გაამხილა. ამერიკელის განცხადებით, მთავარი – ცხოვრების აქტიური წესია. კეტის მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან უყვარდა მოგზაურობა, მეუღლესთან ერთად მთელი ევროპა მოიარა და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის ნახვაც მოასწრო.

„დედა ყოველთვის ძალიან მაგარ ფორმაში იყო. მას ყოველთვის ურჩევნია, რომ რაღაცით იყოს დაკავებული, ტელევიზორთან ჯდომა არ შეუძლია. ის 95 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა და მისი რიტმისთვის ფეხის აწყობა ძალიან გაგვიჭირდა.“
პანსიონატის თანამშრომლებმაც აღნიშნეს, რომ მაკლეინი ერთ ადგილას არასდროს ჩერდება, ბევრს სეირნობს, სპორტითაა დაკავებული და ჯანმრთელობის პრობლემებიც არ აწუხებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
32
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
32
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული